понедельник, 19 декабря 2011 г.

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის თემა
„ჩვენი სამშობლო-საქართველო“.

რატომ არის საქართველო მკვეთრად განსხვავებული ნიშან-თვისებების ქვეყანა და რა აერთიანებს მას?

სწავლების საფეხური მოსწავლის პროფილი
პირველი საფეხური 4 კლასი.4 მოსწავლე. ინკლუზიური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
გაუნჩდებათ სურვილი მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კონტრასტების შესახებ.დაინტერესდებიან სხვადასხვა კუთხის ტრადიციებით და ადათ-წესებით.განუვითარდებათ პატრიოტული სულისკვეთება.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
სხვადასხვა თემაზე შექმნილი ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.ტექსტის ადეკვატურად აღქმა და შინაარსის გადმოცემა.კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება.მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა და აღქმა,საკუთარი სამშობლოს უნიკალურობის აღქმა.

მე-4 _6,5,2,4,13.

მოსწავლე აღიქვამს და საუბრობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე.საინფორმაციო მასალას გააზრებულად კითხულობს.პასუხობს შეკითხვებზე და თავადაც სვამს კითხვებს, გამოყოფს ტექსტის მთავარ სათქმელს.

მოსწავლე გამოხატავს თავის შთაბეჭდილებას.ლექსიკას სწორად არჩევს

ყურადღებით ისმენს მუსიკალურ ნაწარმოებს.კითხვებს სვამს მხოლოდ მოსმენის შემდეგ.

ასახელებს ტექსტის თემას და იდეას.ხვდება რომ თითოეული ქვეყანა თავისებურად უნუკალური,ყველასაგან განსხვავებულია.საკუთარი სამშობლო კი ერთადერთია.

მოსწავლე დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებს და გამოთქმებს,რომლებსაც იყენებს მოვლენების აღსაწერად.აღიქვამს განსხვავებას სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის და საუბრობს მიღებულ შთაბეჭდილებაზე.



წინასწარი ცოდნა
რა იცით საქართველოს შესახებ. ვინ ხართ თქვენ და რა ენაზე ლაპარაკობ. გიყვართ ქართული სიმღერები? ლექსები საქართველოზე და ქართველ გმირებზე. ყოფილხართ ზღვაზე ან ბაკურიანში დასასვენებლად?საქართველოს რომელ კუთხეში ხართ ნამყოფი.

შეფასების საგანი და პროცედურები
ვაკეთებ მოსწავლეთა ჩანაწერებზე განმავითარებელი შეფასების რუბრიკას რის შესახებაც წინასწარ იციან მოსწავლეებმა.









მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლის წიგნი,რვეული,ცარცი,დაფა,რუკა,კომპიუტერი,კალმისტარი.

გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები.2წთ.

პირველი აქტივობა-ტექსტის ,,ჩვენი სამშობლო-საქართველო" წაკითხვა.4წთ. მოსწავლეები დამოუკიდებლად კითხულობენ ტექსტს.

მე-2 აქტივობა-ტექსტის ლექსიკური და გრამატიკური დამუშავება. 6წთ.ვამოწმებ გაიგეს თუ არა ყველა ლექსიკური ერთეული.ვეკითხები ამათუ იმ სიტყვის მნიშვნელობას. ვეუბნები მოიფიქრონ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები.

მე-3 აქტივობა-ვთხოვ მოსწავლეებს ჩამოთვალონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები.დააკონკრეტონ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ქართველების ისტორიული მონაპოვარი,რაც ყველა ქვეყნის შვილს აერთიანებს.8წთ.

მე4 აქტივობა-შემაჯამებელი სამუშაო.6წთ.ვაძლევ მოსწავლეებს ტ სქემას,ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე. პასუხების დაფიქსირების შემდეგ მოსწავლეებს მოვთხოვ ამ მოსაზრების სისწორის დასაბუთებას.

მე-5 აქტივობა-ვაცნობ ინფორმაციას ვახუშტი ბაგრატიონის შესახებ.დაფაზე ვაწერინებ რა დამსახურება მიუძღვის მას ქართველი ერის წინაშე.5წთ.

მე-6 აქტივობა-ვასმენინებ სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებს.კახური „მრავალჟამიერი“,იმერული“მგზავრული“ ან მეგრული“ნანა“ და ვთხოვ ისაუბრონ რა განსხვავება შენიშნეს.12წთ.

მე-7აქტივობა-საშინაო დავალების მიცემა.2წთ 1.“ჩვენი სამშობლო-საქართველო“-თხრობით.2.შეადგინონ სამი წინადადება,რომლებშიც გამოყენებული იქნება სიტყვები:ტერიტორია,კონტრასტი,ტრადიცია

Комментариев нет:

Отправить комментарий